ელზას საიდუმლო FROZEN 2-იდან, რას გვიმალავს დისნეი?

  •  
  •  

როგორც დისნეიმ გვამცნო სულ მალე FROZEN ეკრანებს დაუბრუნდება და ახალ წარმოუდგენელ ისტორიას ვიხილავთ თიზერიდან გამომდინარე.

თავიდან თიზერი ზედმეტად დამაინტრიგებლად დაიწყო, შეიძლება ითქვას რომ დაწყებისთანავე ისეთი შეგრძნება გვქონდა თითქოს ეს დიდი აუდიტორიისთვის არის გათვლილი, ამოვარდნილი ქარიშხალი, ბობოქარი ტალღები, ცუდი ამინდი, და ბნელი აპლიკაცია.

ელსა ისეთივე პატარა და იმედგაცრუებული აღარ არის კარგათ იგრძნობა მის თვალებში ზედმეტი თავდაჯერებულობა და გამბედაობა ის ცდილობს გადალახოს ტბა.

მაგრამ რატომღაც არ გამოსდის, ბევრი ამბობს რომ ის ძალას კარგავს და ამიტომაც ვერ გადადის ტბას, მულტფიმის პირველ ნაწილში ტროლები ამბობენ რომ მან შეიძლება ძალები დაკარგოს თუ მის კონტროლს ვერ შეძლებს, და ვერ მიხვდება სად უნდა გამოიყენოს,

 

ამ  ბევრი ეთანხმება და ადასტურებს იმ აზრს რომ ელზა ძალას კარგავს, მან თავისუფლად გადალახა პირველ სერიაში ზღვა როდესაც იგი ერენდელიდან გაიქცა იმედგაცრუებული და შეშინებული, ამიტომაც ამბობენ ფანები და მაყურებლები რომ იგი აღარ არის ისეთი ძლიერი როგორიც იყო და შესაძლებლობებს კარგავს.

მაგრამ რა გამოლევს საპირისპირო აზრის მყოფ ადამიანებს ბევრი თვლის რომ ელზა არანაირ შესაძლებლობებს და ძალებს არ კარგავს არამედ ადასტურებს იმას რომ ტბა რთულად იყინება და მას ეს უბრალოდ უჭირს, როდესაც ელზა ერენდელიდან გაიქცა მან ზღვა გაყინა ერთი ფეხის დადებით და არამედ ტბა, მითუმეტეს იმ მომენტში ზღვა იყო წყნარი და გაყინვა ადვილად შეძლო.

რისთვის ცდილობს ტბის გადალახვას?

უამრავი მოსაზრებაა ამ სიუჟეტის შესახებ ერთ – ერთი საინტერესო მოსაზრებაა რომ იგი თვლის რომ მისი ოჯახის წევრები არ დაღუპულან და შესაძლოა ისენი ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, ელზა კი მათ საძებნელად ცდილობს ტბა გადალახოს და მშობლები იპოვოს, ამ აზრს ბევრი იზიარებს იმის გამო რომ იგი ზედმეტად მონდომებულია და თავდაჯერებულია. არ ჩანს თითქოს თავის თავში ეჭვი ეპარება. არსებობს მეორე აზრი რომ ანა ელზას და დაიკარგა და იგი მის საძებნელად გაეშურა, რათა თავისი და იპოვოს და გადაარჩინოს მაგრამ ამას უარყობს ის რომ ანა ელზას მძაფრი სიუჟეტის დასრულებისას სასახლეში ჩნდება და განცვიფრებული სახით იყურება, რაც იმას აჩვენებს რომ პირიქით  ელზა არის სასახლიდან გაქცეული. არსებობს კიდევ უამრავი სხვადასხვა მოსაზრება რომელსაც ჩვენ გაგაგებინებთ მორიგ გამოშვებებში.

  •  
  •  
Inline
Inline