ახლა გესმით რას გრძნობდა რაპუნცელი? კორონავირუსი #დარჩისახლში.

  •  
  •  

ახლა გესმით რას გრძნობდა რაპუნცელი? კორონავირუსი #დარჩისახლში და იხალისე ჩვენთან…

 

 

 

 

 

 

 

 

disney- ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა პოპულარული პოსტი რომელიც მსოფლიო რეიტინგის ჩამონათვალში პირველ ადგილას არის.

რაპუნცელი ეს არის ზღაპარი რომელიც ყველა ბავშვს უყვარს და არამარტო,იგი სამეფო პრინცესაა რომელსაც ბოროტი ჯადოქარი გოტელი გაიტაცებს და 16 წლამდე კოშკში გამოამწყვდევს, იგი მას აშინებს და ეუბნება რომ გარეთ გასვლა საკმაოდ საშიშია ამიტომ თავი უნდა აერიდებინა საფრთხისგან და გარეთ გასვლაზე არც კი უნდა ეფიქრა. 

ამჟამად თითქმის მთელ მსოფლიოში საკმაოდ მძიმე სიტუაციაა, რომელის გამომწვევი მიზეზიც სასიკვდილოდ საშიში ვირუსი covid19-ია. ამის გამო პოლიტიკური მიზნებით ცხადდება კარანტინი რომელიც ითვალისწინებს სახლში დარჩენას და გარეთ არ გამოსვლას. აი ახლა მიხვდით რას გრძნობდა რაპუნცელი ? წერს (ემილი ბლანტი) ცნობილი მსახიობი. რაპუნცელს სოლიდარობა გამოუცხადა უამრავმა ცნობილმა ადამიანმა: კეტიპერიდან დაწყებული მაილისაირუსამდე.

#დარჩისახლში

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 73 ადამიანს დადასტურდა. კლინიკებიდან 9 პაციენტი გაეწერა . ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

დამატებითი ამბები.

 

 


  •  
  •